საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორ ეკკეჰართ რეიმერის საჯარო ლექცია

თსუ იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, საფინანსო და საგადასახადო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, საჯარო სამართლის, ევროპის და საერთაშორისო საგადასახადო სამართლის კათედრის ხელმძღვანელის პროფესორი ეკკეჰართ რაიმერის საჯარო ლექცია თემაზე: "გერმანია კარგ ფორმაშია? 1949 წლის „კონსტიტუცია“ და უახლესი კონსტიტუციური მოვლენები".

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დგებუაძემ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორები და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

თარიღი: 09/04/2023